როგორც მოგეხსენებათ, 10 აგვისტოს რომან დოლიძე UFC-ს ეგიდით მორიგ ბრძოლას ჩაატარებს.
ბრძოლის წინ ქართველმა სპორტსმენმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"2 თვის წინ მითხრეს, რომ უიტეკერს უნდა შევხვედროდი. ახლა ჩემი მეტოქე 'Fluffy' არის.
"ჩვენს დაპირისპირებაში სტილები ბევრს გადაწყვეტს. მას ჭიდაობა უყვარს. საწყის რაუნდებში დამაჯრებელი ვერ არის, თუმცა, როცა მისი მეტოქეები იღლებიან, ის მაინც წინ მიდის.
"მიწაზე ყველაფრისთვის მზად ვარ და არავის გრეპლინგის მეშინია. ეს ჩემი მესამე მთავარი ბრძოლაა. ყველამ იცის, რომ უკეთეს ჩხუბებს ვიმსახურებ", - თქვა რომანმა.