3 კვირის და 2 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

პედი პიმბლეტი - "რუსეთი საქართველოს ომზე არაფერი ვიცოდი, ამიტომაც..."

როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტს შორის დაძაბული უერთიერთობაა.

ქართველმა ჩემპიონმა ბრიტანელი სახალხოდ გამოიწვია და არის შანსი, ილიას შემდეგი ბრძოლა სწორედ მასთან გაიმართოს.

პედის საქართველოსა და ქართველებზე რამდენჯერმა აქვს არასასიამოვნო განცხადება გაკეთებული, ეს ყველაფერი კი გურამ ქუთათელაძესთან დაპირისპირებით დაიწყო.

მას შემდეგ თოფურია და ის ბრიტანეთში გადაიკვეთნენ. სადაც ილიამ მას პასუხი დარტყმით გასცა.

პედი ამ ყველაფერს იხსენებს:

"ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ქართველმა მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ სოციალურ ქსელში დამცინა. მე დაახლოებით ასეთი სიტყვებით ვუპასუხე: "გაჩუმდი, ყალბო რუსო".

მართლაც არ ვიცოდი, რომ ეს ასე ძლიერად შეურაცხყოფდა ხალხს. შემდეგ დავწერე რაღაც მსგავსი: "არ არის გასაკვირი, რომ რუსებმა თქვენ დაგატერორეს" და დასაძინებლად წავედი.

დილით რომ გავიღვიძე, საშინელი სიძულვილის ტალღა დამატყდა თავს. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ არაფერი ვიცოდი და ეს მხოლოდ მეორე დღეს გავიგე. 

ბევრი მადანაშაულებდა, თითქოს განზრახ ავწიე ეს თემა. მაგრამ ეს უბრალოდ უნებლიე ფრაზა იყო! ლივერპულში სიტყვა terrorize-ს ვიყენებთ დაპირისპირების მნიშვნელობით", - თქვა პიმბლეტმა.

Facebook კომენტარები