4 კვირის და 1 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ჩემი დამარცხება სავსებით შესაძლებელია" - ილია თფურია

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ ერთ-ერთ ინტერვიუში საკუტარ მენტალიტეტზე საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"არ ვფიქრობ, რომ ხელშეუხებელი ვარ, პირიქით, მგონია, რომ შესაძლებელია ჩემი დამარცხება. ამიტომ ვმუშაობ ამდენს. ბრძოლამდე იმდენ შრომას და თავდადებას ვდებ, რომ ეჭვი აღარ მრჩება.

ვერ ვაპატიებდი საკუთარ თავს თუ სრულყოფილად არ შევასრულებდი ყველაფერს და მგონია, რომ სწორედ ეს ხდება, იმდენ შრომას ვდებ, რომ ამ შედეგს ვიმსახურებ.

გამარჯვება იქმნება მოსამზადებელ პერიოდში და მთავრდება კემპის ბოლოს - ზუსტად ამიტომ აღვნიშნავ ერთი დღით ადრე", - განაცხადა ილიამ.

Facebook კომენტარები