4 კვირის და 1 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"მეგონა UFC-ში ბოლო ბრძოლას ვატარებდი, მათ კი თხოვნაზე უხეშად მიპასუხეს..." - მერაბ დვალიშვილი

საამაყო ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში თავისი განვლილი რთული გზის შესახებ ისაუბრა.

მან განაცხადა, რომ ის UFC-დან გარიცხვასთან ახლოს იყო:

„2019 წელს UFC-ში ჩემი რეკორდი 1-2 იყო და კონტრაქტით მხოლოდ ერთი ბრძოლა მრჩებოდა. უნდა მომეგო, რომ UFC-სთვის ჩემი შენარჩუნების სურვილი მაინც გამეჩინა. მეტოქედ ბრედ კატონა შემომთავაზეს — დაუმარცხებელი, 9-0 რეკორდით, TUF-ის ჩემპიონი 145 ფუნტში. TUF-ზე მან ბრაის მიტჩელი დაასაბმიშენა. ბრაისთან ერთად მივარჯიშია და ის ნამდვილი მონსტრია. ამიტომ ვიცოდი, რომ თუ ვინმემ ბრაისი დაასაბმიშენა, ის მართლაც სერიოზული მოწინააღმდეგე იქნებოდა.
იმ დროს ჩემი რეკორდი 8-4 იყო და მშენებლობაზე სრულ განაკვეთზე ვმუშაობდი. მენეჯერმა მკითხა, მინდოდა თუ არა ეს ბრძოლა. მე ვუპასუხე: „რა თქმა უნდა. მაგრამ შემიძლია ნიუ-იორკის ქარდზე ვიყო?“ ვიფიქრე, იქნებ ეს ჩემი ბოლო ბრძოლაა UFC-ში-მეთქი. თუ წავაგებ, ყოველ შემთხვევაში, ჩემი ხალხის წინაშე, ნიუ-იორკში დავასრულებ-მეთქი.
მენეჯერმა UFC-ს ჰკითხა და პასუხად მხოლოდ უხეში უარი მივიღეთ. რაღაც ამდაგვარი: „რა სისულელეა?! წადით თქვენი!“. „თუ ბრძოლა გინდა, მიიღე. თუ არა და წადი.“ ჩვენც ვუპასუხეთ: „კარგი, კარგი, ბოდიში, ბოდიში.“
ბრძოლის კვირა რომ დადგა, პირდაპირ მშენებლობიდან კანადაში წავედი, წონა დავიკელი და დაუმარცხებელი ბიჭი დავამარცხე. ყველაზე ბედნიერი კაცი ვიყავი დედამიწაზე. და UFC-მ ახალი კონტრაქტი გამიფორმა.“

წყარო: Crystalsport

Facebook კომენტარები