1 თვის და 2 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

დაუმარცხებელი მებრძოლი - ვინ შეიძლება იყოს ალექსანდრე თოფურიას მეტოქე UFC-ში

მას შემდეგ, რაც ალექსანდრე თოფურიამ UFC-ს სადებიუტო ბრძოლა წარმატებით დაასრულა, გაჩნდა კითხვა, თუ ვინ უნდა იყოს მისი მომდევნო მეტოქე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით MMA-ს სპორტულ მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც იწერება, ქართველი მებრძოლის მომდევნო მოწინააღმდეგედ მალკოლმ ველმეიკერი განიხილება.

საგულისხმოა, რომ მალკოლმს კარიერაში 10 გამარჯვება და ნული მარცხი აქვს. ამ გამარჯვებებიდან ამერიკელმა 6 ნოკაუტი და 2 საბმიშენია.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურიამ UFC-ს სადებიუტო ბრძოლაში ქოლბი თიქნესი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

Facebook კომენტარები