17 საათის და 54 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ელ მატადორი ჩემპიონია! - ვინ იქნება ილია თოფურიას შემდეგი მეტოქე

ილია თოფურიამ ახალი ისტორია დაწერა - "ელ მატადორმა" UFC 317-ზე ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და მსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი გახდა.

გარდა ამისა, ქართველი UFC-ს ისტორიაში მე-10 მერბძოლი გახდა, რომელმაც ორი წონის ქამარი მოიპოვა.

ბუნებრივია, ისმის კითხვა, თუ ვინ უნდა იყოს ილიას შემდეგი მეტოქე. 

მედიაში რამდენიმე ვარიანტმა გაიჟღერა, რომლებიდანაც ყველაზე რეალურად დასტინ პორიესა და პედი პიმბლეტის კანდიდატურები ჟღერს. 

გარდა ამისა, განიხილება არმან ცარუკიანის ვარიანტიც, რომელიც ილიასა და ოლივეირას ბრძოლის დამზღვევი იყო.

Facebook კომენტარები