ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის (70კგ) ჩემპიონია. ლას ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიის სახელით გამომსვლელი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა.
თოფურია ორგანიზაციის ისტორიაში მე-10 სპორტსმენია, რომელიც UFC-ის ორი სხვადასხვა წონის ჩემპიონი გახდა.
შედეგად, 28 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ის ორი დივიზიონის ჩემპიონია.
აქამდე სხვადასხვა დივიზიონის ქამარი რენდი კუტურმა, ბი ჯეი პენმა, კონორ მაკგრეგორმა, ჯორჯ სენ-პიერმა, დანიელ კორმიემ, ამანდა ნუნეშმა, ჰენრი სეხუდომ , ჯონ ჯონსმა და ალექს პერეირამ მოიპოვეს.