23 საათის და 45 წუთის წინ
სახელი უცნობია
Aa

ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა ილია თოფურიამ ოლივეირას დამარცხებით

როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა UFC 317-ზე დაამარცხა და და მსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი გახდა. 

მიუხედავად იმისა, რომ UFC არ ასაჯაროებს მებრძოლთა სრული ანაზღაურების დეტალებს, MMA-ს ცნობილი წყაროების ინფორმაციით, თოფურიას ჰონორარის სტრუქტურა შედგება ბაზური თანხისგან, გამარჯვების ბონუსისგან და შესაძლო დამატებითი წილისგან PPV გაყიდვებიდან.

სწორედ ამ გათვლებით, "ელ მატადორს" UFC 317-ზე გამარჯვება სავარაუდოდ დაახლოებით 4-5 მილიონი დოლარის შემოსავალს მოუტანს.

აქვე გეტყვით, რომ UFC-ს ისტორიაში ილია მე-10 მებრძოლი გახდა, ვინც მეორე საჩემპიონი ქამარი მოიპოვა.


Facebook კომენტარები