როგორც მოგეხსენებათ, UFC 317-ზე ილია თოფურია ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება.
მიუხედავად იმისა, რომ UFC არ ასაჯაროებს მებრძოლთა სრული ანაზღაურების დეტალებს, MMA-ს ცნობილუ წყაროების ინფორმაციით, თოფურიას ჰონორარის სტრუქტურა შედგება ბაზური თანხისგან, გამარჯვების ბონუსისგან და შესაძლო დამატებითი წილისგან PPV გაყიდვებიდან.
სწორედ ამ გათვლებით, "ელ მატადორს" UFC 317-ზე გამარჯვება სავარაუდოდ დაახლოებით 1.5 მილიონი დოლარის შემოსავალს მოუტანს.
თოფურია UFC-ში სწრაფად მზარდ ვარსკვლავად ითვლება – მისი შთამბეჭდავი რეკორდი და ოსტატური სტილი ფართო ყურადღებას იპყრობს, რაც ნიშნავს, რომ მომდევნო ბრძოლებში მისი ანაზღაურება კიდევ უფრო გაიზრდება.
UFC 317-ზე გამარჯვება მხოლოდ ფინანსური კუთხით არ იქნება მნიშვნელოვანი – ეს იქნება თოფურიას კარიერის ერთ-ერთი გადამწყვეტი ნაბიჯი მსოფლიო ვარსკვლავურ დონეზე სრულად დამკვიდრების გზაზე.