ჯონ ჯონსა MMA-ის კარიერა ოფიციალურად დაასრულა - ინფორმაციას დანა უაითი ადასტურებს.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ნინა დრამა გამოეხმაურა და გაიხსენა, თუ როგორ დაეხმა ჯონსი მას კარიერის საწყის ეტაპზე:
"სანამ MMA-ზე მუშაობას დავიწყებდი, კომედიურ ბლოგებს ვწერდი. UFC 285-ის კულისებში ჯონ ჯონსს შევხვდი და UFC-ის მედიას ვკითხე, თუ შემეძლო მასთან ინტერვიუს ჩაწერა. მათ ცოტა იყოყმანეს, რადგან ამ საქმეში ახალო ვიყავი, მაგრამ შანსო მომცეს და დამთანხმდნენ. დაველოდე პრესკონფერენციის დასრულებას და როცა ჯონსმა დამინახა მითხრა: 'ჰეი, მე შენ გიცნობ', და ინტერვიუზე თანხმობა განაცხადა. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ როგორი მადლიერი ვარ მისი. მან ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. მადლობა ამ შანსისთვის ძალიან მადლიერი ვარ", - წერს ნინა დრამა და ჯონ ჯონსს წარმატებებს უსურვებს.