როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს დროით 8 ივნისის დილას მერაბ დვალიშვილსა და შონ ომალის შორის რემატჩი გაიმართება.
მედიაში იწერება, რომ ანაზღაურება, რომელსაც მერაბი ამ ბრძოლიდან მიიღებს, მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება.
პროგნოზების მიხედვით, ქართველი ჩემპიონი ომალისთან ბრძოლით 800,000-დან 1 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავებს.
ცნობისთვის, ქართველმა უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლიაში დაახლოებით 500,000 დოლარი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მერაბის საპრიზო თანხა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს, თუ UFC ამ ბრძოლას სხვადასხვა ბონუსებს მიანიჭებს.
აქვე მოგახსენებთ, რომ ამ ბრძოლიდან შონ ომალი 2-2,5 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავებს.