UFC-ის რუსმა მებრძოლი და ისლამ მახაჩევის თანაგუნდელლმა, ტაგირ ულანბეკოვი ილია თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა.
“არსებობს “თრეშ თოქის“ რაღაც ზღვარი, რომელიც არ უნდა გადალახო. ყველამ, ვინც გვიცნობს, იცის, თუ რა მომხდარა, როდესაც ჩვენი გუნდის მიმართებით რაღაც ზღვარი ილახებოდა. სჯობს, ეს თოფურიამაც გაიხსენოს.
“მისი განცხადებები, თითქოს ისლამი გაიქცა, შეეშინდა და ა.შ.... ვფიქრობ, ეს უბრალოდ სასაცილოა. ადამიანი მთელი ცხოვრება ოქტაგონშია, ახლა კი მას ეუბნებიან, რომ მშიშარაა. ეს როგორ შეიძლება? მახაჩევი თავისი წონის ჩემპიონია, ყველა მებრძოლი დამარცხებული ჰყავს. ახლა კი ქვედა წონის წარმომადგენელი მას მშიშარას უწოდებს. მოდი, ჯერ ისლამთან ბრძოლა დაიმსახურე, მსუბუქ წონაში ვინმეს მოუგე და შემდეგ ილაპარაკე“, - განაცხადა ულანბეკოვმა.
აქვე გეტყვით, რომ ისლამ მახაჩევმა მსუბუქი წონის ქამარი ვაკანტური გახადა და ქვესაშუალო წონაში ავიდა, სადაც ახალ ჩემპიონს, ჯეკ დელა მადალენას შეხვდება, ხოლო მსუბუქი წონის ქამრისთვის ჩარლზ ოლივეირა და ილია თოფურია იჩხუბებს.