როგორც მოგეხსენებათ, 28 ივნისს UFC 317-ის ღონისძეიბაზე ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა მსუბუქი წონის ვაკანტური ქამრისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
ბრძოლამდე დაახლოებით 1 თვით ადრე UFCის გულშემატკივრები სოციალურ ქსელში წერენ გზას, რითაც ოლივეირა თოფურიას დამარცხებას შეძლებს:
"ჩარლზი მეგობრობის ძალით მოიგებს"
"ჩარლზი ღმერთის წყალობით მოიგებს"
"ჩარლზი ჩვენი იმედებით და ოცნებებით გაიმარჯვებს"
"ჩარლზი დიდი სიყვრაულითა და მხარდაჭერით მოიგებს"
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხუმრობით ხდება.
ფანებს ოლივეირას ძალიან უყვართ, თუმცა ხვდებიან, რომ ამ ბრძოლაში ილია უდიდესი ფავორიტია.