MMA-ის ქართველი მებრძოლი, ლევან ჩოხელი Palace Fighting Championship-ის ჩემპიონი გახდა.
მან ფინალში ბრაზილიელი ალექსანდერ გონსალვეში დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ლევანი უკვე დიდი ხანია, რაც UFC-ის გზას ადგას.
უდიდესი ალბათობით ეს ჩემპიონობა ბოლო აკორდი იყო - შემდეგი კონტრაქტი UFC-ისთან გაფორმდება.
ამასთან დაკავშირებით მერაბ დვალიშვილსაც აქვს კომენტარი გაკეთებული.
ასე რომ ახლო მომავალში ჩოხელს MMA-ის ყველაზე პრესტიჟულ ჩემპიონატში უნდა ველოდოთ.