UFC-ის ყოფილი ორმაგი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო ისლამ მახაჩევის გადაწყვეტილებას ქვესაშუალო წონაში გადასვლასთან დაკავშირებით ეხმაურება:
"არსებობს დიდი განსხვავება ორ წონაში ჩემპიონობასა და იმაში, როცა ერთდროულად ორი ქამარი გეკუთვნის. ასეთი რამ მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ – კონორ მაკგრეგორს, ამანდა ნუნიესს, დანიელ კორმიეს და მე. UFC იშვიათად აძლევს მებრძოლებს ასეთ შანსს. ჯონ ჯონსმაც და ალექს პერეირამაც ვერ შეძლეს ორ ქამარზე ერთდროული მფლობელობა. ილია თოფურიამაც შეცდომა დაუშვა – ვაკანტური ქამარი არ უნდა დაეტოვა, უნდა ებრძოლა მეორე ქამრისთვის და ეს ისტორიული ფოტო მაინც გადაეღო. იგივეს ვურჩევ მახაჩევს – მოიგოს მეორე ქამარი და შეუერთდეს ექსკლუზიურ კლუბს.“
შეგახსენებთ, ბელალ მუჰამედის წაგების შემდეგ ისლამ მახაჩევმა მსუბუქი წონის ტიტული ვაკანტურად დატოვა და დელა მადალენასთან ბრძოლა მოითხოვა. ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა მსუბუქი წონის ტიტულისთვის 28 ივნისს (თბილისის დროით 29 ივნისს) UFC 317-ზე დაუპირისპირდებიან.