UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე, აკრიტიკებს მებრძოლებს, რომლებიც ტრეშ თოქის დროს ეროვნებასა და რელიგიაზე ამახვილებენ ყურადღებას.
მისი თქმით, „ეს ბავშვური და უაზროა. ქმდებაა"
"ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან ბავშვურად და უაზროდ გამოიყურება, როდესაც სპორტსმენები ეროვნებაზე იწყებენ ლაპარაკს. მე არასოდეს განვსჯი ადამიანის მისი აღმსარებლობისა თუ ეროვნების მიხედვით - მე ასე გავიზარდე. ადამიანი მისი ქცევის მიხედვით უნდა შეაფასო. UFC-ში ხშირად ხდება, რომ ბრძოლისადმი ინტერესის გასაზრდელად მებრძოლები ასეთ თემებს იყენებენ. მანიპულირებენ ამ თემებით, რათა ბრძოლა უფრო კარგად გაიყიდოს. სწორედ ამიტომ არ ვეთანხმები მათ, ვინც ცდილობს, ამ საკითხებში საქართველო და დაღესტანი ჩარიოს“ - განაცხადა ქართველმა.
აქვე გეტყვით, რომ დოლიძეს UFC-ში ზედიზედ სამი გამარჯვება აქვს, ენტონი სმიტთან, კევინ ჰოლანდთან და მარვინ ვეტორისთან.