ჯასტინ გეიჯი კარიერის გაგრძელების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ჯერ არ იღებს.
UFC-ის მსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რამდენიმე ტრავმის მოშუშებაზეა კონცენტრირებული და ბრძოლა აღარ მიაჩნია აუცილებლობად.
„არ ვგრძნობ, რომ კიდევ რაიმეს დამტკიცება მჭირდება. 37 წლის ვარ. ყველა მეუბნება: „არმანთან იჩხუბე“. თუმცა, რამდენიმე ტრავმა მაქვს, რომელსაც მკურნალობა სჭირდება და ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია.
"არ მჭირდება კიდევ ერთხელ ბრძოლა“, - განაცხადა გეიჯიმ.
გეიჯის მომავალ შესაძლო მეტოქედ არმან ცარუკიანი განიხილება, რომელმაც UFC 331-ზე მაურისიო რუფი პირველ რაუნდში დაამარცხა და სატიტულო ბრძოლაზე პრეტენზია კიდევ ერთხელ გაამყარა.
გარდა ამისა, ხშირია საუბრები ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის რემატჩზე.