1 თვის და 3 კვირის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

თარიღი და მეტოქე! - როდის ჩაატარებს კონორ მაკგრეგორი კარიერის ბოლო ბრძოლას

ლეგენდარულმა კონორ მაკგრეგორმა განაცხადა, რომ კარიერის ბოლო ბრძოლას 2027 წლის International Fight Week-ზე გამართავს.

"International Fight Week 2027 — ბოლო ცეკვა", - დაწერა მაკგრეგორმა სოციალურ ქსელში.

გავრცელებული ინფორმაციით, ირლანდიელის სავარაუდო მეტოქედ მაქვს ჰოლოუეი განიხილება, თუმცა ამ ეტაპზე ბრძოლა ოფიციალურად დადასტურებული არ არის.