MMA-ის ცნობილი ჟურნალისტის, არიელ ჰელვანის ინფორმაციით, მარტის შუა რიცხვებამდე ილია თოფურიასთვის თეთრ სახლში დაგეგმილ ტურნირთან დაკავშირებით არ მიუმართავთ.
მას ჰკითხეს, თუ ვისთან ერჩივნა ბრძოლა - ისლამ მახაჩევთან ქვესაშუალო წონაში თუ ჯასტინ გეიჯისთან მსუბუქ წონაში - მან ისლამთან ჩხუბი აირჩია.
თუმცა, მახაჩევი მზად არ აღმოჩნდა. დანა უაითის განაცხადებით, ქვესაშუალო წონის ჩემპიონს ხელის ტრავმა აწუხებდა.
შედეგად, თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა ოფიციალურად ჩაინიშნა.