4 საათის და 52 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ჩარლზ, არ გეპატიება - ოლივეირას განცხადებამ თოფურია-ცარუკიანზე ბევრი ქართველი გააბრაზა

ჩარლზ ოლივეირა თვლის, რომ არმან ცარუკიანს ილია თოფურიას დამარცხების საკმაოდ კარგი შანსი აქვს:

„ვფიქრობ, არმანი საკმარისად ოსტატია იმისთვის, რომ ილია დაამარცხოს.

მაგალითად, თუ მასთან დგომში დარტყმების გაცვლაში შეხვალ, როგორც ეს თოფურიასთან ჩემს ორთაბრძოლაში მოხდა, მას ნამდვილად აქვს იმის ძალა, რომ დაგანოკაუტოს.

თუ არმანის ბოლო ბრძოლებს ყურადღებით დააკვირდები, ის მხოლოდ იმას აკეთებს, რომ მეტოქეები პარტერში გადაჰყავს. ის არის მებრძოლი, რომელიც მუდმივად თექდაუნებზე მიდის, ასე რომ, მას ნამდვილად არ მოუნდება დგომში ჩხუბი — მას ბრძოლის მიწაზე (პარტერში) გადაყვანა ენდომება. თუ ბრძოლა პარტერში გადავა, რა თქმა უნდა, სრულიად განსხვავებული თამაში იწყება.

ორივესთან მიბრძოლია. თოფურიასთან ბრძოლაში შეცდომა დავუშვი.

მინდოდა დგომში მეჩხუბა, მინდოდა ამოძრავება, მჯეროდა, რომ მისი დანოკაუტება შემეძლო, მჯეროდა, რომ ჩემი დარტყმა მიზანს მიაღწევდა. სრულიად განსხვავებული სტრატეგია რომ აგვერჩია, ბრძოლაც სხვანაირად დასრულდებოდა. სწორედ ამიტომ ვამბობ ამას. არმანი ბოლო შეხვედრებში სწორედ ასე იბრძვის. ცოტას დგომში იჩხუბებს, შემდეგ კი ბრძოლა პარტერში გადაჰყავს. იჭიდავებს მიწაზე, ენდობა თავის გრეპლინგს. ვფიქრობ, თოფურიას წინააღმდეგ ეს სწორი ტაქტიკაა.

(კითხვაზე, თუ რატომ არ გადაიყვანა თოფურია პარტერში): არ ვიცი, შესაძლოა ჩემს დარტყმას გადაჭარბებულად ვენდე და შეცდომა დავუშვი. ადამიანი ვარ, ყველანი ვუშვებთ შეცდომებს და შეცდომა მეც დავუშვი.“

Facebook კომენტარები