გავრცელებული ინფორმაციით, პედი პიმბლეტმა აუქციონზე ილია თოფურიას კუთხის მიერ გამოყენებული სკამი 13,700 აშშ დოლარად შეიძინა.
საუბარია იმ სკამზე, რომელსაც თოფურია UFC-ის ბრძოლების დროს კუთხეში იყენებდა.
პიმბლეტის შენაძენმა MMA-ის გულშემატკივრებში დიდი ინტერესი გამოიწვია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ორ მებრძოლს შორის წარსულში არაერთი დაპირისპირება და სიტყვიერი კონფლიქტი ყოფილა.