3 საათის და 57 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa
უგულშემატკივრე სპართან ერთად

"ილია ბრწყინვალე ჩემპიონი და დიდი სახელის მქონე მებრძოლია" - ჩარლზ ოლივეირა

UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჩარლზ ოლივეირამ El Comercio-ს ინტერვიუ მისცა და ილია თოფურიაზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, ილია შესანიშნავი ადამიანი, ბრწყინვალე ჩემპიონი და დიდი სახელის მქონე მებრძოლია. საოცარი ჩხუბები ჩაუტარებია, თუმცა წაგება ამ ყველაფრის ნაწილია. მოგება და წაგება ამ სპორტს თან ახლავს. 

"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ დაბრუნდება. მჯერა, რომ ისეთივე დიდ ჩემპიონად დაბრუნდება, როგორიც რეალურად არის. მას ახლა მენტალური სიძლიერე ესაჭიროება. გარშემო კარგი ადამიანები უნდა ჰყავდეს, რომლებიც გაამხნევებენ და გამარჯვების გზაზე დააყენებენ. 

"ერთი წაგება არაფერს ცვლის: მთავარია ოჯახთან ახლოს იყოს, გაიგოს, რა ხდება, კარგი მომენტებით ისიამოვნოს და მაღალ დონეზე დაბრუნდეს, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა", - თქვა ოლივეირამ.

Facebook კომენტარები