აგვისტოში დაღესტანელ ჩემპიონს ისლამ მახაჩევს UFC-ს მორიგი ბრძოლა ელის, სადაც ის იან მაჩადო გარის დაუპირისპირდება.
ამ შეხვედრის წინ ისლამმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"რა თქმა უნდა, ისეთივე მოტივაცია აღარ მაქვს, როგორიც კარიერის დასაწყისში მქონდა, თუმცა ჯერჯერობით გამარჯვებები ისევ მსურს.
"არ მინდა მარცხი და მსურს ტიტული შევინარჩუნო. მთავარი მოტივაცია? ეს არის ჩემი საჩემპიონო ქამარი, რომლის დაკარგვაც არ მინდა.
"თავის ქებაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ამ სპორტში უკვე ყველაფერს მივაღწიე.
"ახლა მსურს მოპოვებული არ დავკარგო, რის გამოც ვარჯიშს და მომზადებას უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით განვაგრძობ, რადგან ვიცი, რომ ბევრი მგულშემატკივრობს და ჩემს გამო ნერვიულობს, მათი იმედების გაცრუება კი დაუშვებელია", - თქვა მახაჩევმა.