3 საათის და 35 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa
უგულშემატკივრე სპართან ერთად

"რუსეთში საუკეთესო ვერ გახდებოდა, მილიონში ერთია, რომელსაც გაუმართლა" - ხაბიბი კვარაცხელიაზე

ხაბიბ ნურმაგომედოვმა ერთ-ერთ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

ხაბიბი: რუბინში ხვიჩა ვერასდროს გახდებოდა საუკეთესო ფეხბურთელი. მაგრამ მან გაიარა ეს სკოლა და მილიონობით ბიჭს შორის გაუმართლა, რომ ამ კლუბის გავლით ნაპოლიში აღმოჩნდა, იქიდან კი პსჟ-ში. ამ მომენტისთვის მიმაჩნია, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ტოპ-5-შია.

ჟურნალისტი: თან ის ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშეა.

ხაბიბი: მხედველობაში მაქვს, აი, მთელი მსოფლიო რომ ავიღოთ. იქ შეიძლება მბაპეს ჩასმა, კეინის, ბელინგემის...

ჟურნალისტი: კი, ამ სეზონის გათვალისწინებით 100%-ით.

ხაბიბი: დიახ, ის ამ ჯგუფშია.

Facebook კომენტარები