UFC-ს ქართველმა ჩემპიონმა, ილი თოფურიამ თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"სპორტული კარიერის დასრულებამდე კრივში აუცილებლად გადავალ. საკრივო ბრძოლას გავმართავ. ეს ნამდვილად მოხდება.
შესაძლოა, ბრძოლა ჯერვონტა დევისთან მქონდეს...
"ზოგადად, ის ალბათ ერთადერთი მოკრივეა, ვისი ყურებაც ნამდვილად მსიამოვნებს, რადგან მის ხელებში სერიოზული ძალაა. ძალიან მომწონს", - თქვა თოფურიამ.