2 საათის და 47 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa
უგულშემატკივრე სპართან ერთად

"ამის შემდეგ ყველაფერი წამში შეიცვალა" - ილია თოფურია

UFC-ს ჩემპიონმა, ილია თოფურიამ თავისი ყოფილი მეუღლის შესახებ ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ასეთი სიტუაციების გადალახვა არასდროს არის ადვილი.

"ყოველ დილით ჩემი ქალიშვილისა და ოჯახის გვერდით ვიღვიძებდი. შემდეგ ყველაფერი წამში შეიცვალა. სწორედ ამიტომ იყო ეს ასე რთული.

"ეს სიტუაცია ჩემს კონტროლს არ ექვემდებარებოდა. რაც მოხდა, მოხდა და მე უნდა გადამელახა.

"უნდა ვიფიქრო იმაზე, თუ როგორ გამოვასწორო ყველაფერი ჩემი ოჯახისა და ჩემი ქალიშვილის კეთილდღეობისთვის.

"დიახ, ეს მოვლენა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო. ამის თქმა ნამდვილად შემიძლია", - თქვა თოფურამ.

Facebook კომენტარები