3 საათის და 45 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa
უგულშემატკივრე სპართან ერთად

ჰქონდა თუ არა კონორს ტრავმა ბრძოლამდე - ოფიციალური პასუხი ცნობილია

UFC 329-ზე გამართული კონორ მაკგრეგორისა და მაქს ჰოლოუეის რევანში არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით, არამედ ფინანსურადაც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენა აღმოჩნდა. 

სხვადასხვა ავტორიტეტული MMA მედიის ინფორმაციით, ყველაზე მაღალი ანაზღაურება სწორედ მთავარი ბრძოლის მონაწილეებმა მიიღეს.

ბრძოლის შემდეგ ირლანდიელმა მებრძოლმა თავის ტრავმის შესახებ ისაუბრა.

"ბრძოლის წინ არანაირი ტრავმა არ მქონია. მთელი მოსამზადებელი შეკრების განმავლობაში და ბრძოლის წინ გასახდელშიც, ფეხით დარტყმებს ვასრულებდი, ფეხს მყარად ვდგამდი და ვხტოდი. 

"ეს სრულიად მოულოდნელად მოხდა. ახლა წარმოუდგენლად ბნელ ადგილას ვიმყოფები. ამას მხოლოდ ჯოჯოხეთად თუ აღვწერ", - თქვა მაკგრეგორმა.

Facebook კომენტარები