ესპანური გამოცემა MARCA ილია თოფურიას მდგომარეობის შესახებ წერს.
წყაროს ინფორმაციით, თოფურიამ "თეთრ სახლში" გამართულ ბრძოლაში ცხვირისა და ორივე თვალბუდის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.
სავარაუდოდ, თვალბუდის ორბიტალური ძვლის მოტეხილობის მიუხედავად, ქირურგიული ჩარევა საჭირო არ გახდა.
ქართველი მებრძოლი კლინიკიდან უკვე გაწერილია და რეაბილიტაციას სახლში აგრძელებს.