ილია თოფურიამ თეთრ სახლში UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში ის ჯასტინ გეიჯის შეხვდა. გამარჯვება ამერიკელს დარჩა.
ბრძოლის შემდეგ "ელ მატადორის" მხარდასაჭერდა ხამზატ ჩიმაევმა განცხადება გააკეთა.
"ისინი, ვინც სხვისი დამარცხებით ხარობენ, ამ სპორტში ვერასდროს ნახავენ სიდიადეს", - თქვა ჩიმაევმა.
მოგეხსენებათ, თოფურიას წაგება არაერთი მებრძოლის სიხარულის მიზეზი გახდა.