1 საათის და 36 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

უახლესი ინფორმაცია - როგორ არის ახლა ილია თოფურია

როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურიამ UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე, რომელიც თეთრი სახლის ეზოში გაიმართა, ამერიკელ ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა.

საგულისხმოა, რომ მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ ქართველი მებრძოლის კუთხემ ბრძოლის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ესპანელი ჟურნალისტი, ირატი პრატი "ელ მატადორის" ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.

"კარგი ამბები ვაშინგტონიდან: ილია თოფურია კარგად არის. ისვენებს.”

იქვე, პრატის პასუხი კომენტარზე თვალბუდის ძვლის შესაძლო მოტეხილობაზე:

“საბედნიეროდ, არ ყოფილა.”

სასიხარულო ამბავია, რომ ჩვენი ჩემპიონის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმაზე მსუბუქი აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ.

Facebook კომენტარები