7 საათის და 7 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

გაირკვა! - გადაიდება თუ არა UFC-ს თეთრი სახლის ღონისძიება ამინდის გამო

მომავალ კვირას UFC 250-ის უნიკალური საღამო თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე, ღია ცის ქვეშ უნდა გაიმართოს. 

მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივართა ნაწილი ღონისძიების პოლიტიკურ სარჩულზე ნერვიულობდა, ორგანიზატორები აქცენტს მხოლოდ სპორტულ მხარეზე აკეთებენ.

ღია ცის ქვეშ ჩასატარებელი ტურნირის გამო ყველაზე მეტად UFC-ის ვეტერანი კომენტატორი, ჯო როგანი ნერვიულობდა. 

თავდაპირველი პროგნოზით, კვირა საღამოს ჭექა-ქუხილის 39-პროცენტიანი შანსი არსებობდა, რაც ორგანიზაციისთვის ნამდვილი კოშმარი იქნებოდა, რადგან დანა ვაითის განცხადებით, ბრძოლებს მხოლოდ მეხის დაცემის საფრთხე თუ ჩაშლიდა.

AccuWeather-ის ბოლო განახლებით, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა - წვიმის საფრთხე გაქრა, თუმცა წინ კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევა, აუტანელი სიცხეა. 

სინოპტიკოსები კვირა საღამოსთვის 106 გრადუს ფარენჰეიტს (დაახლოებით 41 გრადუს ცელსიუსს) და ექსტრემალურად მაღალ ულტრაიისფერ ინდექსს პროგნოზირებენ.

ეს სიახლე ორგანიზატორებისთვის შვებაა, თუმცა თავად მებრძოლებისთვის ღია ცის ქვეშ და ასეთ სიცხეში ასპარეზობა მძიმე გამოცდა იქნება. 

გულშემატკივრები სოციალურ ქსელში უკვე წერენ, რომ ორგანიზაციამ სპორტსმენების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენა. თუმცა, ჩემპიონმა შონ ო'მალიმ ორგანიზაცია დაიცვა და აღნიშნა, რომ ყველა მებრძოლმა წინასწარ იცოდა, თუ რა პირობებში მოუწევდათ ჩხუბი.

შეგახსენებთ, რომ საღამოს მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრებს გააერთიანებენ, ხოლო კო-მეინ ივენთზე ალექს პერეირა სერილ განთან მძიმე წონის დროებითი ტიტულისთვის იჩხუბებს.


Facebook კომენტარები