4 საათის და 13 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

მიზეზი ცნობილია! - რატომ გაუქმდა გიგა ჭიკაძის ბრძოლა UFC-ში

რამდენიმე საათის წინ დადასტურდა ინფორმცია, რომ გიგა ჭიკაძისა და ვინისიუს ოლივეირას 21 ივნისს გასამართი ბრძოლა გაუქმდა.

ნევადის შტატის ათლეტიკური კომისია გიგა ჭიკაძეს არ აძლევს უფლებას, რომ 24 ივნისამდე ბრძოლა ჩაატაროს, ხოლო ღონისძიება კი 21 ივნისს იმართება. 

გიგას, ნებართვა აქვს, ჩაატაროს ბრძოლა ნებისმიერ შტატში, გარდა ნევადისა, რადგან მას ტრავმა არ აქვს და მიზეზი ნევადის შტატის ათლეტიკური კომისიის გადაწყვეტილებაა.

ცნობისთვის, ვინისიუს ოლივეირას ახალი მეტოქე UFCVegas119-ზე ანდრე ფილი იქნება.

Facebook კომენტარები