როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ ილია თოფურიას პრესკონფერენციაზე ჯოშ ჰოკითან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, UFC-ის მიერ მედიისთვის გაგზავნილ ოფიციალურ გეგმაში ჰოკიტი არ ფიგურირებს იმ მებრძოლებს შორის, რომლებიც ლინკოლნის მემორიალთან დაგეგმილ ღია პრესკონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას.
შესაბამისად, ამ ეტაპზე ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ გულშემატკივრები თოფურიასა და ჰოკიტის ერთმანეთთან დაპირისპირებას ან შეხვედრას არც პრესკონფერენციაზე და არც სხვა ოფიციალურ ღონისძიებაზე ვერ იხილავენ.
UFC-ის ღონისძიების პროგრამა უკვე განსაზღვრულია და ჰოკიტის არყოფნა ნიშნავს, რომ მისი და თოფურიას გზები, სავარაუდოდ, ამ კვირაში არ გადაიკვეთება.