4 საათის და 9 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ბრძოლა დროებით ქამარზე?! - საინტერესო ცნობები მერაბ დვალიშვილზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი მარიო ბაუტისტა პრომოუშენს სთავაზობს, დროებითი ქამარი გაათამაშონ, რომლისთვისაც თავად ბაუტისტა და მერაბ დვალიშვილი იჩხუბებდნენ. 

აღნიშნულის შესახებ ამერიკელმა მებრძოლმა Home of Fight-თან ინტერვიუში განაცხადა.

მოგეხსენებათ, პიორ იანი ზურგის ოპერაციის გაკეთების რეაბილიტაციის პროცესს გადის და რამდენიმე თვის მანძილზე ბრძოლას ვერ შეძლებს. 

ამ პერიოდში კი "ქართველმა მანქანამ" კონტრაქტი გააფორმა ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაციასთან, RAF-თან, სადაც მონაწილეობას აპრილში მიიღებს.

ასე და ამგვარად, UFC-მ ბაუტისტასგან საინტერესო შეთავაზება მიიღო და საინტერესო იქნება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ორგანიზაციაში.

Facebook კომენტარები