UFC-ს ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიასთან შესაძლო ბრძოლაზე კომენტარი გააკეთა.
"მომწონს ეს იდეა, თუ UFC-ს სურს… ვიცი, რომ MMA-ის ბევრ გულშემატკივარს უნდა ეს ბრძოლა და მე მზად ვარ.
"თეთრი სახლი ერთ-ერთი არენაა, სადაც შესაძლოა ჩემი შემდეგი ბრძოლა გაიმართოს.
"რამადანის შემდეგ ნელ-ნელა დავიწყებ მოსამზადებელ შეკრებას და მზად ვიქნები თეთრი სახლისთვის ან ნებისმიერი სხვა თარიღისთვის. მზად ვიქნები.“ - განაცხადა მახაჩევმა.