UFC-ს ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევთან დაკავშირებით ხმაურიანი განცხდება გააკეთა.
"ყველამ იცის, რომ ჩვენი ბრძოლის ნახვა ნებისმიერს სურს. რაღაც მიზეზების გამო ამ ბრძოლას არ იღებს და ბევრსაც ლაპარაკობს.
"ათასობით კილომეტრიდან საუბარი და ჩემი კრიტიკა მარტივია. როცა ოქტაგონზე დაგიდგები მიხვდები, რომ მე ჯეკ დელა მადალენა არ ვარ, არც დენ ჰუკერი და არცერთი ის ბიჭი, რომელსაც შეხვედრილხარ.
"მე განსხვავებული ვარ და როცა ჩემს მარჯვენა ხელს შეგახებ, ნახავ, რომ ძალიან, ძალიან ღრმად მოგიწევს ძილი", - თქვა თოფურიამ.