როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდია ბრაის მიჩელისა და ალექსანდრე თოფურიას პოტენციურ ბრძოლაზე მედიაში აქტიურად წერენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ამერიკელმა მებრძოლმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"ჩემი და ალექსანდრე თოფურიას ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე დიდი იქნება, რისი გაკეთებაც UFC-ის შეუძლია.
"უარს არცერთ მეტოქეზე ვიტყვი, თუმცა ამაზე დიდ ბრძოლა ჩემთვის ვერავინ ჩანიშნავს. ეს ოჯახური შურისძიება იქნება", - თქვა მიჩელმა.
ცნობისთვის, ბრაისს UFC-ში ერთი მარცხი ილია თოფურიას წინააღმდეგ აქვს განცდილი.