როგორც მოგეხსენებათ, ოჯახური პრობლმების გამო ილია თოფურია სპორტულ საქმიანობას რამდენიმე თვით ჩამოშორდა.
სასამართლო პროცესებისა და სამართლებრივი დავების შემდეგ UFC-ს ჩემპიონსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის შეთანხმება შედგა.
კერძოდ, ჯორჯინა უცტეგიმ სარჩელი უკან გაიტანა და მათ ხელი მოაწერეს შეთანხმებას იმ პირობებზე, რაც თოფურიამ თავიდანვე შესთავაზა.
აქვე გეტყვით, რომ "ელ მატადორმა" სოციალურ ქსელში თავისი დაბრუნების ამბავი დააანონსა.
"ჩემპიონი დაბრუნდა", - წერს თოფურია.
