სიდნეიში ჩატარებულ UFC 325-ზე ავსტრალიელმა ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ ბრაზილიელი დიეგო ლოპესი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ორგანიზაციის ქვემსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა.
ვოლკანოვსკიმ ქვემსუბუქი (65კგ) წონის საჩემპიონო ქამარი 2024 წლის თებერვალში ილია თოფურიასთან ბრძოლაში დაკარგა, თუმცა ერთ წელში სწორედ დიეგო ლოპესთან დაპირისპირების შემდეგ დაიბრუნა.
ბრძოლის შემდეგ ლეგენდარულმა მებრძოლს თავის მომავალ მეტოქეზე და არმან ცარუკიანთან შესაძლო დაპირისპირებაზე ჰკითხეს.
სომეხმა განაცხადა, რომ თუ მას ზედა წონაში საჩემპიონო ბრძოლას არ მისცემენ, ის ქვედა დივიზიონში ჩავა.
"მე მის განცხადებას ყურადღებას არ მივაქცევ, სანამ საქმე სერიოზული არ იქნება. მანამდე ჩემს დივიოზნში ორი სერიოზული მეტოქე მყავს - ლერონ მორფი და მოვსარ ევლოევი", - განაცხადა ვოლკანოვსკიმ.