UFC-ს ლეგენდამ ჩარლზ ოლივეირა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა.
"თოფურია და გეიჯი არიან მებრძოლები, რომლებიც დარტყმების გაცვლასა და ნოკაუტებს ეძებენ. სამწუხაროდ, ილიას წინააღმდეგ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი და დავმარცხდი. ჩემი აზრით, თოფურია და გეიჯი დგომში დარჩებიან და სტრაიკინგზე გააკეთებენ აქცენტს, რის გამოც „ელ მატადორი“ მოიგებს.
"მეგონა, რომ გეიჯი პიმბლეტთან დამარცხდებოდა. ვვარაუდობდით, რომ პედი მას პარტერში გადაიყვანდა და გეიჯიზე ზეწოლას განახორციელებდა, თუმცა ამის ნაცვლად სრულიად სხვა ჩხუბი ვიხილეთ. გეიჯიმ ისეთ სტილში რომ იჩხუბოს, როგორც პიმბლეტთან, დამარცხდება.
"ჩემი აზრით, თოფურიასთან გასამარჯვებლად საჭიროა, მასზე მუდმივი ზეწოლა განახორციელო, იმუშაო დგომშიც, დარტყმები გაცვალო, თუმცა ყოველთვის ეცადო, რომ დისტანცია შეამცირო და თეიქდაუნი შეუსრულო. ზეწოლა პირველიდან ბოლო წამამდე, ზუსტი დარტყმები, თეიქდაუნები და მისი პარტერში დატოვება", - თქვა ოლივეირამ.