17 საათის და 10 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"მერაბთან ბრძოლაში ეს გავაკეთე" - პიოტრ იანის განცხადება

UFC-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"უდავოდ, ის ძლიერი მებრძოლია, ძლიერი ჭიდაობა აქვს - მე უბრალოდ მისი ძლიერი მხარის ნეიტრალიზება მოვახდინე. მისი თითქმის ყველა თეიკდაუნისგან თავი დავიცავი და მან გადაწყვიტა, დგომში ეჩხუბა, ეს კი ზუსტად ის იყო, რაც ჩვენ გვჭირდებოდა.

"UFC მას დაუყოვნებლივ რევანშს ჰპირდება და მე ამას ვეთანხმები. მიმაჩნია, რომ ის ამას იმსახურებს, მან ტიტული სამჯერ დაიცვა, დაამარცხა დივიზიონში ყველა, ვინც რეიტინგის სათავეშია, ამიტომ ტრილოგია უნდა შედგეს. 

"ჩვენს მესამე ბრძოლაში მერაბს დიდი პრობლემები ელოდება, მას სრული კატასტროფა და განადგურება ელის", - თქვა იანმა.

Facebook კომენტარები