მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილია თოფურია ყიდის სახლს, რომელშიც ის თავის ყოფილ მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა,.
სახლი მადრიდის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში მდებარეობს.
ცნობისთვის, ილია ქონებას 3,5 მილიონ დოლარად ყიდის.
ამ ვითარებას სოციალურ ქსელში არმან ცარუკიანი ეხმაურება:
"ილია, თუ ჩემთან ბრძოლას დათანხმდები, შენს სახლს პირადად მე ვიყიდი", - წერს სომეხი მებრძოლი.