UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ო’მალიმ სონგ იადონგთან ბრძოლის წინ მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა.
„არ მეწყინება, თუ მერაბს იანთან რემატჩს მისცემენ. დვალიშვილმა 2025 წელს ოთხი საჩემპიონო ბრძოლა ჩაატარა და ეს მართლა საოცარია. მან ეს შანსი ნამდვილად დაიმსახურა.
"მაგრამ ჩემი მიზანი ისაა, ოქტაგონზე გავიდე, კარგი შოუ ვაჩვენო და ვეცადო, დვალიშვილზე უკეთესი შთაბეჭდილება დავტოვო.
"ვაპირებ, ჩემი საქმე გავაკეთო, მერე დაახლოებით ექვსი თვე დავისვენო და ვნახო, მოვლენები როგორ განვითარდება.
"თუ იანმა დვალიშვილს მოუგო, შემდეგ მას შევხვდები. ხოლო თუ მერაბმა გაიმარჯვა, ალბათ სხვა მოწინააღმდეგესთან მომიწევს ბრძოლა.
"ჯერჯერობით ამაზე ზედმეტად არ ვფიქრობ, რადგან წინ ძალიან რთული გამოცდა მელის", - განაცხადა ამერიკელმა.