UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა ერთ-ერთ ინტერვიუში თეთრი სახლის ღონისძიების შესახებ რამდენიმე დეტალი გააჟღერა:
"ჩამოვყალიბდით, თუ რამდენ ადამიანს ვუმასპინძლებთ თეთრი სახლის ღონისძიებაზე. დიდი ალბათობით, თეთრი სახლის ეზოში 5 000 ადამიანი გვეყოლება, ახლომდებარე პარკში კი დიდ ეკრანებს დავამონტაჟებთ და იქ 85 000 გულშემატკივარი განლაგდება.
ასევე მოვაწყობთ სცენას, სადაც მთელი დღის განმავლობაში ბენდები დაუკრავენ. მთელი კვირის განმავლობაში ვაშინგტონში შერეული ორთაბრძოლების გულშემატკივრებს სხვადასხვა აქტივობით დატვირთულ პროგრამას შევთავაზებთ.
რაც შეეხება მებრძოლებს, ისინი ოქტაგონში პირდაპირ ოვალური კაბინეტიდან გავლენ“.