როგორც მოგეხსენებათ, სერიია ა-ს მორიგ ტურში "ნაპოლი" ქულები "ფროზინონესთან" დაკარგა
მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, სადაც ქართველმა ვინგერმა ხვიჩა კვარაცხელიამ თავი კარგი თამაშითა და საგოლე პასით გამოიჩინა.
თამაშის შემდეგ არაერთმა იტალიურმა გამოცემამ ისაუბრა იმის შესახებ, რომ რთულ მომენტებში "პარტენოპეიდან" კარგად მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს.
სხადასხვა საფეხბურთო სააგენტოები წერენ:
Calcionapoli1926: "მარტო ანათებს მაშინ, როცა „ნაპოლის“ უჭირს. როგორც ჩანს, „აძურის“ თამაშში მაშინაც ნაპერწკალია, როცა გოლი ვერ გააქვს. მაგრამ მისგან უფრო მეტია გაცილებით მოსალოდნელი“.
Tuttonapoliა: "პირველ ტაიმში ბურთი იშვიათად ჰქონდა და არც მარიო რუი ეხმარებოდა. მეორე ნახევარში ანათებს და ოსიმენის გოლშიც საგოლე პასი მისია“.
Calciomercato: "იმაზე იშვიათად ჰქონდა ბურთი, ვიდრე შეჩვეულია. მეორე ნახევარში ხშირად ცენტრისკენ იწევდა და ეს კარგადაც გამოუვიდა“.
Tuttomercatowebა: "როცა ანათებს, შეუჩერებელი ხდება. გოლს იმსახურებს მომენტებისთვის, რომელიც შექმნა (ხშირად მარტომ). ვერ გაიტანა, მაგრამ მაინც შესანიშნავად ითამაშა“.