როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს 32-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას, "ნაპოლიმ" "ფროზინონესთან" მატჩი ფრედ 2:2 ითამაშა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
თამაშის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვღტნელმა ფრანჩესკო კალცონამ ისაუბრა:
"სამწუხაროდ ისევ მიწევს გამეორება იმის, რაც წარსულშიც ვთქვი - მყარი გუნდი არ ვართ. ეგრევე მივხვდი, რომ ვერ მოვიგებდით და შესვენებაზე ბიჭები გავაფრთხილე კიდეც, რომ ამ დამოკიდებულებით თამაშს ვერ მოვიგებდით"
"ასევე მატჩამდე გავაფრთხილე გუნდი, რომ სწრაფი გოლი დაგვჭირდებოდა, განსაკუთრებით სიცხიდან გამომდინარე, რაც შევძელით, მაგრამ შემდეგ დავალებები ვერ შევასრულეთ"
"მეტი უნდა გაგვეკეთებინა და პირველ რიგში იმიტომ, რომ შინ მოგვეგო. არ გამოგვივიდა და ეს დიდი იმედგაცრუებაა. უნდა ვგრძნობდეთ საფრთხეს, სამაგიეროდ კი, მეტოქეს კონტრშეტევების საშუალება ძალიან მარტივად მივეცით"
"სამწუხაროა გაშვებული გოლები, არ შეიძლება ჩვენი დონის გუნდი ასეთ გოლებს უშვებდეს, რადგან შეუძლებელია მოსაგებად ყველა მატჩში 3 გოლის გატანა. გუნდურად ვერ ვითამაშეთ პრესინგის დროს და დღეს ერთხელაც არ მქონია გუნდის სიმყარის განცდა"
"მომავალი? სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი მაკავშირებს, „ნაპოლისთან“ მომდევნო თვეებზე ვარ შეთანხმებული. უბრალოდ მინდა, რომ სეზონის ბოლომდე კარგი შედეგები ვაჩვენოთ. ნეაპოლი ჩემი სახლია, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობა გააკეთებს შეფასებებს, როგორც წესი და რიგია", - თქვა კალცონამ.