3 საათის და 30 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ცნობილია, ვინ არის ახლოს საქართველოს რაგბის ნაკრების ახალი მწვრთნელი გახდეს

„ეკიპმა“ 4 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს რაგბის კავშირი ნაკრების მწვრთნელის რიჩარდ ქოქრილის გადაყენებას და მის ნაცვლად „ბრივის“ თავკაცის პიერ-ანრი ბრონკანის დანიშვნას გეგმავდა. თუმცა, როგორც ირკვევა, მას შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.

ცნობილი ფრანგული გამოცემის მტკიცებით, ქართული მხარისთვის ბრონკანის კანდიდატურა აქტუალური აღარაა და ახლა მოლაპარაკებებს რამდენიმე სპეციალისტთან და მათ შორის ოქტომბრის ბოლოს „პერპინიანიდან“ აბარგებულ 54 წლის ფრანკ აზემასთან აწარმოებენ.

აღნიშნულია, რომ ქოქრილი ჯერ სამუშაოდან არ დაუთხოვიათ, ის „შავ ლომსაც“ უდგას სათავეში, რომელიც ჩელენჯ თასზე ირლანდიაში „ქონოთთან“ გამანადგურებელი ანგარიშით 0:52 დამარცხდა, აზემას კი გადაწყვეტილება არ მიუღია, რამეთუ რამდენიმე შეთავაზება აქვს, ბურთი მოედნის მის ნახევარზეა და მალე გაირკვევა, დათანხმდება თუ არა „ბორჯღალოსნების“ ჩაბარებას.

Facebook კომენტარები