UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ ორგანიზაციაში გასამართი მორიგი ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა.
14 დეკემბერს, ლას ვეგასში 37 წლის სპორტსმენი UFC-ს ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში არგენტინელ კევინ ვალეხოსს შეხვდება. ეს დაპირისპირება დღის თანამთავარი ბრძოლაა და, მაქსიმუმ, სამ რაუნდს გაგრძელდება.
აწონვების ოფიციალური ცერემონიის დროს ჭიკაძემ ქვემსუბუქი დივიზიონისთვის დაშვებული წონა, 66.2 კგ დააფიქსირა.
ქართველის მეტოქე, 24 წლის კევინ ვალეხოსი დაპირისპირებას შერეულ ორთაბრძოლებში მოპოვებული 15 გამარჯვებითა და ერთი მარცხით ხვდება. რაც შეეხება ჭიკაძეს, მან 20 ბრძოლიდან 15-ჯერ მოიგო.