გარდაიცვალა ლეგანდარული იოკოძუნა აკებონო
1 წლის წინ
Giorgi Chanturia
Aa

გარდაიცვალა ლეგანდარული იოკოძუნა აკებონო

სუმოს ლეგენდა და პირველი უცხოელი, რომელმაც იერარქიის უმაღლეს მწვერვალს მიაღწია გარდაიცვალა. ჩედვიკ ჰაჰეო როუენი, სუმოს სამყაროში ცნობილი, როგორც აკებანო, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იაპონურ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, აკებანო გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა. პირველი უცხოელი იოკოძუნა უკანასკნელ წლებში ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებს უჩიოდა და მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

აკებანოს პროფესიონალური კარიერა 2001 წელს დასრულდა. წარმოშობით ჰავაელი აკებანო სუმოს სამყაროს ლეგენდის სტატუსით დაემშვიდობა - მან 11-ჯერ შეძლო იმპერატორის თასის მოგება.

Facebook კომენტარები