გერმანული გამოცემა Abendzeitung Munich-ის ინფორმაციით, შესაძლოა, კრიშტიანუ რონალდუ ევროპულ ფეხბურთს დაუბრუნდეს. გერმანელი ბიზნესმენი მარკუს შონი მზად არის რონალდუს "ბაიერნში" ტრანსფერი პირადად დააფინანსოს, თუ კლუბი თანახმა იქნება.
შონმა "რეკორდმაისტერს" პარტნიორობა შესთავაზა და კლუბს უკვე მიმართა თავისი წინადადებით - მისი მიზანი რონალდუს ევროპაში დაბრუნებაა.
თავის მხრივ, რა თქმა უნდა, კრიშტიანუს ძალიან სურს დაუბრუნდეს ელიტარულ ფეხბურთს, თუ ამის შანსი მიეცემა.
ასე რომ, ყველაფერი "ბაიერნზეა" დამოკიდებული. არის შანსი, პორტუგალიელი მომდევნო სეზონიდან ალიანს არენაზე ვიხილოთ.